საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან - აქციის მონაწილეები, სიმბოლურად, სოხუმის დაცემის დღეს შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირა.
ორგანიზატორების განმარტებით, დღეს საქართველოს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი და რომ რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის.