საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების ხარისხის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან პროცესი დაწყებულია, თუმცა, არსებობს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს.
"გზა ძალიან მკაფიოა, რეკომენდაციები საჯაროა. მთავრობას აქვს საკანონმდებლო პროცესი. ჯერ ძალიან ადრეა შეფასება, ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ორი რამ არის მნიშვნელოვანი – პირველი არის ინკლუზიური, დემოკრატიული, პლურალისტური პროცესი და მეორე, რომ შედეგები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს," - განაცხადა პიტერ ფიშერმა.