26 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ცნობილი ამერიკელი რეპერი ქულიო გარდაცვლილი იპოვეს

Gangsta"s Paradise-ის შემსრულებელი, ცნობილი რეპერი Coolio, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მომღერალი ლოს-ანჯელესში, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის მეგობრის სახლში იმყოფებოდა. რეპერი გარდაცვლილი აბაზანის ოთახში იპოვეს. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გარდაცვლილი რეპერის მენეჯერი აცხადებს, მედიკოსების თქმით, ქულიოს გული გაუჩერდა.

მისი კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და პოპულარობა ანდერგრაუნდ სცენაზე მოიპოვა.

Fantastic Voyage იყო პირველი სიმღერა, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა, თუმცა ქულიოს ყველაზე პოპულარული ჰიტი ალბათ, მაინც Gangsta"s Paradise იყო, რომლისთვისაც მან 1996 წელს "გრემის" მუსიკალური ჯილდო მიიღო.

დღის ამბები