რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა. დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.