15 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება, ყველგან უნდა იყოს მათი კონცერტები - პრემიერი

საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, "ბლექსი არენაზე", ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები