26 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა - ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი დღეს პარლამენტის სესიაზე გადის 

საარჩევნო რეფორმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, დღეს პარლამენტის სესიაზე გადის. კანონმდებლებმა მას ხმა პირველი მოსმენით უნდა მისცენ. თუმცა ოპოზიცია სიახლის მხარდაჭერას არ აპირებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის ცვლილებები, რასაც კანონპროექტის არსებული ვარიანტი ითვალისწინებს, საარჩევნო სისტემაზე მთლიანობაში დადებით გავლენას ვერ მოახდენს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საარჩევნო რეფორმა ოპოზიციისთვის მიუღებელია, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებსაც მათ მტკიცებით, დოკუმენტში არ ითვალისწინებენ.

"როდესაც საუბარია ელექტრონულად ხმის მიცემაზე, პირველ რიგში, ასოცირებულად მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები. ამ ადამიანებს რომ არ მივცეთ ხმის მიცემის უფლება, მე ვფიქრობ, ეს არის უსამართლობა. ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონული ხმის მიცემაზე, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს ის ძალიან დიდი ჯგუფი ემიგრანტების, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან წასულები არიან,“ - ამბობს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები