20 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
"იოჰან კრუიფ არენაზე" გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე მოხდა ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი 17 წელი ელოდა - ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა "ჩემპიონთა ლიგაზე" შეძლო

"იოჰან კრუიფ არენაზე" გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე მოხდა ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი 17 წელი ელოდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჯაკომო რასპადორისთან გათამაშებული კომბინაციის შედეგად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.

"ნაპოლიმ" ამსტერდამის "აიაქსი" ანგარიშით 6-1 დაამარცხა, კვარაცხელია ნაპოლის შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო, გოლის გარდა ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემაც შეასრულა. "აიაქსი" კი ბოლოს ასეთი გამანადგურებელი სხვაობით 64 წლის წინ დამარცხდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს არაერთი წამყვანი გამოცემა გამოეხმაურა.

ბოლო კვირებში ქართველმა ფეხბურთელმა არამხოლოდ იტალიური პრესა აალაპარაკა, მის დამაჯერებელ თამაშს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებიც გამოეხმაურნენ.

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას გოლამდე ქართველ ფეხბურთელებს 17 წლის მანძილზე არ ქონდა გოლი გატანილი. 2005 წელს ლევან კობიაშვილმა "პსვ ეინდჰოვენთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ნაპოლი" "ჩემპიონთა ლიგის" "ა" ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ნეაპოლიტანური კლუბი სერია ა-შიც პირველ ადგილზეა. იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. "ნაპოლი" "კრემონეზეს" ესტუმრება, მოედანზე კი ორი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდება. ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას ამჯერად ლუკა ლოჩოშვილი შეეცდება.

ავტორი: ოთარ თევზაძე

დღის ამბები