04 დეკემბერი 2022,   09:41
ვრცლად
ბათუმში მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში  მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს. დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი მოსწავლე, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მოსწავლე და მშობლები კი პოლიციამ  გამოკითხა.

ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები