26 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის - რა მოხდა ბათუმის საჯარო სკოლაში

დაპირისპირება მოზარდებს შორის. ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს. დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი მოსწავლე, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მოსწავლე და მშობლები კი პოლიციამ გამოკითხა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

კონფლიქტში მონაწილე მოზარდების მშობლების განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ კამათი უძღვოდა. მშობლების თქმით, კონფლიქტი ინგლისურის გაკვეთილზე, მასწავლებლის თანდასწრებით დაიწყო. 

"ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალის" მენეჯერი მიხეილ მჟავანაძე აცხადებს, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დღის ამბები