26 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
სახალხო დამცველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ დაეცვა ყველა ადამიანის უფლება, დღეს ვნახავთ, თუ როგორ გამოიყენა ეს მანდატი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარდგება. სახალხო დამცველთან შესახვედრად ემზადებიან მმართველ გუნდშიც.  ქართული ოცნების წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, სახალხო დამცველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ დაეცვა ყველა ადამიანის უფლება და დღეს მისი მხრიდან შეკითხვები სწორედ ამ მანდატის გამოყენებასთან დაკავშირებით იქნება:

"ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს აქვს არსებითი გაუმჯობესება სტანდარტების და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, ამაზე მეტყველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი და არგუმენტი, პირველი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში 60% არის შემცირებული საჩივრების რაოდენობა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ ომბუდსმენის ანგარიში, ამ წლების განმავლობაში მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ დაეცვა თითოეული და ყველა ადამიანის უფლება, დაეცვა თითოეული პატიმრის უფლება. დღეს ვნახავთ, თუ როგორ გამოიყენა მან ეს მანდატი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები