ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება - პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის გამოკითხვით გაგრძელდება.
ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებულის მტკიცებულებები სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონათხრობს ადასტურებს.
"ვეთანხმებით ბრალდებას. საუბარი არის იმ ძალადობრივ გამოცდილებაზე, რაზეც დეტალურად ისაუბრა თავად ნელი დოროყაშვილმა და ასევე არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებების შინაარსს, გარკვეული დოზით ეს მტკიცებულებები ნელი დოროყაშვილის მონათხრობს ადასტურებს და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამ კუთხით გააანალიზებს და შეაფასებს მტკიცებულებებს," - აცხადებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე.
შეგახსენებთ, ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 2 წლის წინ დააკავეს. ის 100 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს.