22 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ივანიშვილი წლების განმავლობაში რომ აფინანსებდა, აცმევდა და აჭმევდა ჯარს, მათ შორის, შსს-ს, მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?! - ირაკლი ზარქუა დეოლიგარქიზაციაზე

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეახსენა ოპონენტებს, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში ივანიშვილი სახელმწიფო უწყებებს აფინანსებდა, უმრავლესობა ამბობს, რომ მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს არ უწოდებდა. მათთვის გაუგებარი რატომ ხდება დღეს ეს.

"უკრაინული მოდელი, თურმე მიუღებელია, რატომ?! იმიტომ, რომ დაფინანსების გარეშე დარჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ბატონი კეზერაშვილისგან. დაფინანსების გარეშე დარჩება "ლელო" იმიტომ, რომ მათი დამფინანსებლები არიან ოლიგარქები, ამ კრიტერიუმებით. დაფინანსების გარეშე დარჩება ჭიჭე ვაშაძე და ა.შ. თურმე ივანიშვილი არის ოლიგარქი, წლების განმავლობაში მათ, რომ აფინანსებდა  თავდაცვის უწყებაში ჯარს, რომ აცმევდა და აჭმევდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელფასებს უხდიდა თითოეულ თანამდებობის პირის, თითოეულ რიგით ჯარისკაცს- მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?! ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი, ორმაგი სახე. ის მოვიდა პოლიტიკაში, ტირანია დაამარცხა და თქვა: მე ხალხთან ერთად გავიმარჯვებ და ამის შემდეგ დავთმობ და აგერ თქვენ მართეთ ქვეყანა,"-აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი წლების წინ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ ახდენდა.

დღის ამბები