19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება - სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეებს შორის ჩოგბურთელის მეგობარი ქალიც არის

ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებს რამდენიმე მოწმე ჰყავთ წარმოდგენილი, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი, რომელიც 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებულ მოვლენებს შეესწრო.

დღესვე, პროცესზე, ადვოკატები აუდიო და ვიდეო ჩანაწერებსაც გამოიკვლევენ.

"ისევ ველოდები მორიგი ტყუილების სერიას. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იმის გააზრება არ აქვთ, რომ არიან სასამართლო პროცესზე. სასამართლო პროცესზე აუცილებლად გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად," - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა

დღის ამბები