29 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებული ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 4-ივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.

როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, პიუტბული მათ თავს ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა. მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

ფოტო: "ინფო რუსთავი"

 

დღის ამბები