19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ცნობილი ჩოგბურთელისა და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა - ჩვენება მისცეს ფსიქოლოგებმა, რომლებიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მოწმეები არიან

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა პროცესი, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. ჩვენება მისცეს ფსიქოლოგებმა, რომლებიც ბასილაშვილის მოწმეები არიან.

ჩოგბურთელის ადვოკატის განცხადებით, ჩოგბურთელი ცოლთან თანაცხოვრებისა და მასთან განშორების შემდეგ ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა.

"მაშინ, როდესაც ის დასკვნას გასცემდა ქალბატონი ნელის მოთხოვნით, მან კითხვა დაუსვა მეუღლეზე, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან. თუ კი მე ნელი მეტყოდა იმას, რომ ჩემი მეუღლე არის მოძალადე, ბუნებრივია მე რეკომენდაციაში არ დავწერდი, რომ არასრულწლოვანს უნდა ჰქონოდა სისტემატიური ურთიერთობა მამასთან. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან, ისევე როგორც მამასთან, ხშირი," - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ფსიქოლოგის ეს შეფასება მიუღებელია და არ იზიარებს დოროყაშვილის მხარე. არგუმენტი ინტერესთა კონფლიქტია.

"ფსიქოლოგს, რომელმაც განმარტა, რომ თითქოს ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ლიცენზირებადი არის ფსიქოლოგის პროფესია, ეს ფსიქოლოგი ლიცენზიას დაკარგავდა. საერთოდ გასაზიარებელი არ არის მის მიერ გაცემული შეფასება იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი არის დარღვეული ძალიან უხეშად ამ საქმეში. კატეგორიულად არ ვეთანხმები და უარვყოფთ ამ გარემოებებს ცხადია," - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ.

დღის ამბები