19 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
კანადამ კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის, თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

სანქცია რუსეთის 34 მოქალაქეს და ერთ ტელეკომპანიას - კანადის გადაწყვეტილების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაა.

კანადის ახალი სანქციები შეეხება ტელეკომპანია "ზვეზდას", რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ასევე რუსული მედიის ცნობილ წარმომადგენლებს, თინა კანდელაკს, მსახიობ სერგეი ბეზრუკოვს, გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის" მთავარ რედაქტორსა და მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარეს, პაველ გუსევს და სხვა პირებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს პირები ცდილობენ, ანექსიის მცდელობა გაამართლონ და ამიტომ მათ კანადასთან ურთიერთობას აუკრძალავენ.

დღის ამბები