21 ივნისი 2026,   14:03
ვრცლად
ბათუმში "ზაფხულის ფესტივალი" ოფიციალურად გაიხსნა

"ზაფხულის ფესტივალი" ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება, რომელსაც ზღვისპირა ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან მიმდინარეობს.

ფესტივალის პირველ დღეს, კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები, მათ შორის: "ურსა", "მიქსტურა", "კახაბერი და ხანუმები" და "SEENთეზი".

ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს. ადგილზე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

დღის ამბები