გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი უკვე განწყობილია, რომ არ მიიღოს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ფორმულირებები.
"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არის განწყობილი რომ არ მიიღოს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ფორმულირებები. უკეთესი ვერსია არავის წარმოუდგენია, თუმცა გადაწყვეტილება, რომ პროკურორი უნდა იყოს არჩეული ხმების გარკვეული რაოდენობით, მიღწეული უნდა იყოს კონსესუსი, ამ კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, რასაკვირველია, უნდა იყოს დაზღვეული იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გენერალური პროკურორის გარეშე დარჩეს. ყველაფერი ეს გათვალისწინებულია იმ პროექტში, რომელიც ქართულმა ოცნებამ შესთავაზა პარლამენტს განსახილველად," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.