23 წლის ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დარჯანია სამტრედიიდან იყო და ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, 4 დღის წინ გაიკეთა. გოგონა ბინაზე გაეწერა, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დარჯანია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მდგომარეობის გართულება საკვებმა გამოიწვია. გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე მას ჩაუტარდა კვლევები და ნორმაში იყო. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი.მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძოება დაიწყო.