29 ივნისი 2024,   11:18
ვრცლად
ტურიზმიდან შემოსავალმა მიმდინარე წლის სექტემბერში 376 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 18 %-ით მეტია

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მიმდინარე წლის სექტემბერში 376 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.

პირველი 9 თვე, 2022 წლის იანვარი-სექტემბრში, ტურიზმიდან საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა. TBC Capital-ის პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს 10%-ით გადააჭარბებს.

დღის ამბები