01 ივლისი 2024,   00:35
ვრცლად
ავტობუსის ზოლებში, შესაძლოა, მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა დაუშვან

მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის უფლების დაშვებას, გარდა სამთვლიანი მოპედისა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაა.

"საავტობუსო ზოლში მოტოციკლეტებისა და მოპედების მოძრაობით, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლეტებისა და მოპედების მოძრაობას, გარდა სამ თვლიანი მოპედებისა. მხოლოდ საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით იქნება ეს უკანასკნელი. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება მხარდაჭერა,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები