16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ეკონომიკური განვითარება იქნება შემდგომი ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ახლო მომავალში წარვადგენთ ოთხწლიან გეგმას; ეს იქნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადაითარგმნება ოთხწლიან სამთავრობო პროგრამაში და ჩვენ ოთხწლიანი პერსპექტივითაც გვექნება ძალიან ამბიციური მიზნები, ამოცანები, გეგმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკვე აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური პროგნოზი საქართველოსთვის.

"ამ პროგნოზის მიხედვით, 2028 წელს ჩვენი ეკონომიკა უნდა გახდეს 44 მილიარდი დოლარი, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ამაზე უფრო დიდი ამბიცია და გვაქვს ყველანაირი რესურსი, პოტენციალი იმისთვის, რომ 2028 წლისთვის თუნდაც 50 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადავცდეთ 2028 წლისთვის, მთელი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ეს მიზანიც აბსოლუტურად მიღწევადია. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება იქნება შემდგომი ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი", - განაცხად ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები