19 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც 70 წლის ქალის გაუპატიურებაშია მხილებული - შემთხვევა ქარელში მოხდა

უკვე მეორე დღეა, პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც 70 წლის ქალის გაუპატიურებაშია მხილებული. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცი რომელსაც ეძებენ ძალადობის მსხვერპლი ქალის მეზობელია.

"კურიერის" ინფორმაციით, მან სექსუალური ძალადობა იმ დროს სცადა, როდესაც ქალი სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა პოლიციას მიმართა, სავარაუდო დამნაშავე მიიმალა.

სამართალდამცველებმა მსხვერპლი ქალი უკვე გამოკითხეს. საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

დღის ამბები