19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ცნობილი გახდა ქართველი მებრძოლის ვინაობა, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძეა. ის ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი "ვაგნერელების" ჩასაფრებაში მოჰყვა.

ცნობილია, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.

გურგენ გაგნიძე 23-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

დღის ამბები