04 სექტემბერი 2026,   04:25
ვრცლად
"ფიზიკურად ვერ მოახერხებს ამ პროცესზე გამოცხადებას- ერთი, კოვიდის გამო და მეორე - მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ვერ მივა, კორონავირუსია. 

"დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ფიზიკურად ვერ მოახერხებს ამ პროცესზე გამოცხადებას ერთი კოვიდის გამო და მეორე, მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ბრალი რაც წარდგენილი აქვს, დაცვის მხარის მიერ არის სადაო. ჩვენი მხრიდან იქნება პოზიციები დაფიქსირებული, რომ იგი ამ ნაწილში უდანაშაულოა და შევეცდებით ეს პოზიცია გავიტანოთ ბოლომდე," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები