ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან მოხდა. იმ დროს შენობაში არავინ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.