საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეშვიდე მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და 88:85 გაიმარჯვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც ლიდერის სტატუსი გუნდებმა არაერთხელ გაცვალეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმის შემდეგ, ეროვნულ გუნდში პირველი თამაში ჩაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 26 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი იყო.
წლის ბოლო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 14 ნოემბერს, იტალიის წინააღმდეგ გამართავენ.