ოლივერ ვარჰეიმ საქართველო დატოვა. ევროკომისარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა გააცილეს.
ორდღიანი ვიზიტის დროს უნგრელი პოლიტიკოსი და დიპლომატი შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით საქართველოს მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები იყო.