საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის სერიას უელსთან შეხვედრით დაასრულებს. ""ბორჯღალოსნები" ბოლო 6 წელიწადში ბრიტანელებს მეექვსედ დაუპირისპირდებიან.
პირველად საქართველოს ნაკრები უელს 2017 წელს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 6-13 დამარცხდა. მომავალ მატჩს ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, შეხვედრა კარდიფში 19 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება.
უელსთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა თბილისში ორი შეხვედრა გამართეს. ""ბორჯღალოსნებმა"" ჯერ ურუგვაის აჯობეს, შემდგომ კი სამოასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.