29 აგვისტო 2026,   15:03
ვრცლად
დღეს, სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი გაიმართება

დღეს, სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი გაიმართება. საქმე მეორე ინსტანციაში უკვე დასკვნით ეტაპზეა.

დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას იტყვის, პროცესზე რეპლიკით ისარგებლებენ თვად ბრალდებულებიც. ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად იმედოვნებენ, რომ სასამართლო საბოლოოდ გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

შეგახსენებთ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ჯგუფურ თაღლითობაში ცნო. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდა, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები