27 ივლისი 2024,   04:50
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნა გაჩნდა, მხედველობაში მივიღეთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საჭირო არ იყო, თუმცა ხელისუფლებამ თხოვნა მხედველობაში მიიღო.

"მივიღეთ გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან საჯაროდ მოვისმინეთ. მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ასევე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩთან და ასეთი თხოვნა მისგანაც მოვისმინეთ.

ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, რომ დეოლიგარქიზაცია არ მოხდეს. მათ ინტერესებშია შენარჩუნდეს ოლიგარქიული გავლენები, მაგალითად, კეზერაშვილის, სააკაშვილის და ხაზარაძის გავლენები. უნდათ, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია არ განხორციელდეს. ერთადერთი მიზანი, რატომაც ვენეციის კომისიაში ამ კანონის გაგზავნა უნდოდათ, მისი ამოქმედების და დეოლიგარქიზაციის შეფერხება იყო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები