19 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ეს მეშვიდე ანგარიშია. მთავარი პრიორიტეტი პროკურატურის მიერ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკაა.

სტატისტიკა ასეთია: 9 თვის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 16 833 პირის მიმართ განხორციელდა. საუბარია ყაჩაღობაზე, გამოძალვაზე, ორგანიზებულ დანაშაულზე, ოჯახში ძალადობაზე და სხვა დანაშაულებზე.

"სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 16 833 პირის მიმართ, მათ შორის 41 იურიდიული პირია. ასეთ დანაშაულებებს მიეკუთვნება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები, ყაჩაღობა, გამოძალვა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მექრთამეობა, ორგანიზებული დანაშაული როგორიც არის კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ტრანსნაციონალური თაღლითური დანაშაულებები.

ამ კუთხით არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ოჯახურ დანაშაულს, ქალთა მიმართ ძალადობას, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში," - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები