25 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა გაიმართა - მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. დღეს მათ შუამდგომლობები არ ჰქონიათ.

მომდევნო პროცესი კი უკვე მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. საქმეზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი. 8 ბრალდებულიდან ხუთს გამოძიება ჯგუფურ ხულიგნობას, ორს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობა დავით ჯიჯეიშვილს ედება ბრალად. დანაშაული ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის ზაფხულში მოხდა.

დღის ამბები