20 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა გრძელდება - პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 5 მოწმე იკითხება, პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და შესაბამისად, სხდომა დახურულია.

დარბაზში შესვლის უფლება სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებსაც არ მიეცათ.

ყოფილ ჩინოსანს ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში. წარდგენილი ბრალდებები ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები