05 თებერვალი 2023,   14:52
ვრცლად
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ვინ უნდა გამხდარიყო გერმანიის ახალი ლიდერი და რა კავშირი აქვს დაჯგუფებასთან რუსეთის მოქალაქეს

3 ათასი პოლიციელი და სპეცრაზმელი, 150 სპეცოპერაცია გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში - დაკავებულია 25 პირი, რომლებიც გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.

ულტრამემარჯვენეების დაჯგუფებას სახელწოდებით რეიხის მოქალაქეები ბუნდესტაგი და სხვა სახელმწიფო ობიექტები შტურმით უნდა აეღოთ, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გადაეგდოთ და ლიდერად სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ჰაინრიხ XIII დაესვათ. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ "რეიხის მოქალაქეებს" გერმანიის საზღვრები 1871 წელის მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინათ.

დაკავებულთა შორის არიან მოქმედი სპეცრაზმელი, გერმანული არმიის ყოფილი სამხედროები, მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი. გერმანული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა რუსეთის ერთი მოქალაქეც, მასთან კავშირი უკვე კატეგორიულად უარყო მოსკოვმა. სულ გამოძიების ინფორმაციით. შეთქმულებაში 50-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ცნობილი ხდება ის რომ მიზნის მისაღწევად შეთქმულები მზად იყვნენ მკვლელობებიც ჩაედინათ. ახლა გამოძიება სხვა დამნაშავეების გამოსავლენად მუშაობს რომელიც შესაძლოა იმაზე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ამას სპეცსამსახურები ელიან, რადგან ულტრამემარჯვენეებს ქვეყანაში 20 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ.

დღის ამბები