ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრ ემირი ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გამოძიება მას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება.
ბრალდება ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ტოხოსაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავა. 2020 წლიდან ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს იხდის მისი ძმაც.
"კურიერის" ინფორმაციით, ძმებ ტოხოსაშვილებს ახლო კავშირი ჰქონდათ ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაურთან, ახმედ ჩატაევთან, რომელმაც თავი 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიფეთქა.