22 მაისი 2024,   09:09
ვრცლად
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, მომავალი წლის ბიუჯეტის განსახილველად, დღეს შემაჯამებელი სხდომა ტარდება

მომავალი წლის ბიუჯეტის განსახილველად დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელი სხდომა ტარდება.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება. პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20 პროცენტით მომატებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 290 მილიონ ლარზე მეტი. ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდაა დაგეგმილი საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის დაფინანსება გაზრდილია 770 მილიონი ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის პენსია იზრდება 65 ლარით რაც საბოლოოდ 365 ლარს შეადგენს. ამავე კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია მაღალმთიან დასახლებაში 440 ლარით განისაზღვრა. 70 წლამდე პენსიონერებისთვის კი 35 ლარით იზრდება და 295 ლარი იქნება. მაღალმთიან დასახლებებში კი 355 ლარია განსაზღვრული. 290 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება. 125 ლარით იმატებს მასწავლებლებისა და მანდატურების დანამატი. დაგეგმილია 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა რისთვისაც 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კორექტირებულ დოკუმენტს პარლამენტმა კენჭი დეკემბერში უნდა უყაროს.

დღის ამბები