პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის, ლევან მახაშვილის წიგნის - “ევროკავშირის ინსტიტუტების” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი “ევროპის უნივერსიტეტის" მხარდაჭერით გამოიცა და მასში ავტორი ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, სტრუქტურას, ფუნქციებს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს განიხილავს.
წიგნი ეყრდნობა როგორც თანამედროვე აკადემიურ და ოფიციალურ წყაროებს, ისე ავტორის პირად პროფესიულ გამოცდილებას.