30 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ძლიერი ხანძრის ჩაქრობას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ

ძლიერი ხანძარი ბათუმში რესტორან "ვოქსში" - მთლიანად განადგურებულია კვების ობიექტის 2 სართული. არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.

იყო ხანძრის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე, იქ, სადაც საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. საჭირო გახდა 250-მდე ოჯახის ევაკუაცია.

ძლიერი ხანძრის შედეგად, კორპუსიდან ალმოკიდებული კონსტრუქციები ცვიოდა, რის გამოც სასტუმრომდე მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა; უსაფრთხოების მიზნით გათიშეს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტორანი არ მუშაობდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

 

დღის ამბები