მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა - ლაშა ტალახაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივარი ოვაციებითა და შეძახილებით დახვდა.
ქართველმა ძალოსანმა ბოგოტაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მეექვსედ მოიპოვა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 466 კილოგრამი მოაგროვა და შედეგად ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი კიდევ ერთხელ გაისმა. ამავე შეჯიბრზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი ჩხეიძემ, ხოლო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მიიღო.