27 აგვისტო 2026,   22:51
ვრცლად
"არავის ნდობა აღარ მაქვს და ძალიან მიკვირს, შეწირა ქვეყანას თავი და რა მიიღო" - გიული ალასანია

"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი ადვოკატი ილია ლომია მივიდა. მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ბიოლოგიური ნიმუშების აღების შესაბამისი კომპეტენცია.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზებზე უარის თქმის საფუძველი. ადვოკატი ფრჩხილის, თმისა და სისხლის ნიმუშის საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვს. 

"სამხარაულის ეროვნული ბიურო ასეთი სახის ექსპერტიზას ვერ და არ ატარებს, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი. ხოლო, რაც შეეხება ნიმუშებს, ნიმუშებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს არც ერთ ეტაპზე არ უთქვამს უარი. ფრჩხილისა და თმის ნიმუშებზე, ამ ნიმუშებზე ვერ გაკეთდება სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა," – აცხადებს ადვოკატი ილია ლომია.

ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა მისი დედა, გიული ალასანიაც. 

"მე ვიცი, საიტზე უწერია თვითონ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და ჩვენ სწორედ მძიმე მეტალებთან გვაქვს საქმე. ეს რომ იჭიმება, იწელება გაუთავებლად, 10 წელი უნდა იყოს ეს პროცესები? რა ხდება საერთოდ ვერ გავიგე.

არავის ნდობა აღარ მაქვს და ძალიან მიკვირს, შეწირა ქვეყანას თავი და რა მიიღო? აი ეს არის," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები