29 აგვისტო 2026,   15:57
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ძმები კაკულიების საქმე ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმე, დაიკითხებიან მოწმეებიც.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ არც ერთი ამოღებული იარაღი, მათ შორის არც გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული, კაკულიებს არ ეკუთვნის.

ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს მაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაში და სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

"საკმაოდ ბევრი მოწმე ჰყავთ ისევ დასაკითხი. ჩვენ ველოდებით კიდევ ექსპერტთა ნაწილის გამოკითხვას, ასევე ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია დაზარალებულების ჩვენებაც.  

იარაღი გახლდათ ჩადებული - ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს. ეს იარაღი დაკარგულია ძალიან ბევრი ხნის წინ. როგორ დაიკარგა, როგორ აღმოჩნდა ის სხვის ხელში და შემდგომ იმ ბინაში - მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა ადვოკატმა მარიამ შათირიშილმა.

დღის ამბები