14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"აქ რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

პრეზიდენტი ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ხვდება. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ითხოვენ პრეზიდენტმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"აქ, რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე" - მიმართა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს.

ცნობისთვის, "არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. აქცია ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტს მიმართავენ და მოუწოდებენ არ შეიწყალოს სააკაშვილი.

დღის ამბები