დღეს მსჯავრებული მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატის შუამდგომლობით, პროცესზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი გამოიკითხება.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, მთავარი თხოვნაა, რამდენიმე პროცესში შესაძლებელი გახდეს საქმის დამთავრება, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
შეგახსენებთ,რომ გუშინდელ პროცესზე ამერიკელი ტოქსიკოლოგი და კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგი გამოიკითხნენ.