17 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
ლეგენდარული პელე კლინიკიდან მისი კლუბის, "სანტოსის" სტადიონზე გადაასვენეს - ცხედარს გულშემატკივრები ფოიერვერკებით დახვდნენ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, "სანტოსის" სტადიონზე გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა.

ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდები სანტოსის საფეხბურთო სტადიონ "ვილა ბელმიროზე" გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტრში იქნება დასვენებული.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

FIFA-მ პელე 20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

დღის ამბები