17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის დედაქალაქი დაიბომბა - ისმის საჰაერო განგაშის ხმაც

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, როგორც "უნიანი" წერს, ქალაქში ჩაირთო საჰაერო განგაშიც.  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დედაქალაქს რაკეტებით დაესხნენ თავს. უწყება მოუწოდებს კიევის მოსახლეობას, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ და თავშესაფრებში დარჩნენ. მათივე ცნობით, რუსეთის სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. 

მოგვიანებით, კიევის მერმა დააზუსტა, რომ ოკუპანტებმა შეტევა დედაქალაქის დნეპრის რაიონზე განახორციელეს.

დღის ამბები