05 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
გელათში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს 44%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული

ხანძარი გელათში - ცეცხლი მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. მძიმედ დაშავდა მონასტრის წინამძღვარი.

არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

თუ რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი - მომხდარი სოციალურ ქსელში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განმარტა. მისი თქმით, სენაკში, სადაც არავინ იყო ბუხრისგან ცეცხლი ჯერ საბანს, შემდეგ კი მთელ ოთახს მოედო. ხანძარი შემთხვევით, არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა და ალმოდებული საბანი სენაკიდან გამოიტანა, რომლისგანაც ცეცხლი მის სამოსს გადაედო.

განიხილება მომხდარის სხვა ვერსიებიც.

დღის ამბები