თბილისის საქალაქო სასამართლოში "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს.
პროკურორმა სასამართლოს მიმართა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩეს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
"დაცვის მხარე ვიშუამდგომლებთ, რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს ბრალდებულ ფურცხვანიძის მიმართ, ვინაიდან ფაქტია, რომ უკვე მეორე დამატებითოი ვადის განმავლობაშიც კი, ბრალდების მხარემ ვერშეძლო მტკიცებულებების შეგროვება,"- აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
”გრინსერვის +”-ის თანამშრომლების ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქმეზე არ არის რაიმე სახის მტკიცებულებეი, რაც დაადასტურებდა მისი დავის ქვეშ მყოფების რაიმე სახის ბრალეულოას.
საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით კი, ექსპერტიზებს, რომლების საქმეზეა დანიშნული გარკვეული დრო სჭირდება:
"რაც შეეხება ვადის გაგრზელების შუამდგომლობას, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც შესწავლისათვის გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მტკიცებულებები ზეგავლენას მოახდენს შემდგომში ბრალდების დამძიმების საკითხზე,"- აღნიშნავს პროკურორი.