18 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა - ყოფილი სამხედრო წარსულში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა

თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. იყო ყოფილი სამხედრო იყო და ნამყოფია ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.

რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის და მეტის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გულისხმობს.

 

 

დღის ამბები