27 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
გურამიშვილის 70 ნომერში მდებარე კორპუსზე შვილიშვილის მიერ დახატული ბებია ქუჩის ხელოვნების გლობალურ კონკურსზე მოხვდა

გურამიშვილის 70 ნომერში მდებარე კორპუსზე შვილიშვილის მიერ დახატული ბებია ქუჩის ხელოვნების გლობალურ კონკურსზე მოხვდა. პორტრეტი სახელად "ოლიჩკა" ერთდროულად ორი ომისა და მათი მონაწილის ისტორიას გადმოსცემს. ოლიჩკა ბებო საქართველოში ჰოლოდომორის დროს გამოიქცა, ჩვენი ქვეყნიდან კი ახალგაზრდა უკრაინელი ქალი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, იბრძოლა ომის ბოლომდე, კვლავ დაბრუნდა საქართველოში და ოჯახი შექმნა.

ბებია შვილიშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პერიოდში დახატა. ნინა ხურცილავამ ნახატს, რომელიც ახლა საცხოვრებელ კორპუსს ამშვენებს, ომისა და გადარჩენის ძალა უწოდა. ახლა უკრაინული წარმოშობის ქართველი ბებიის ნახატი გამარჯვების მოლოდინშია. ქუჩის მხატვრების საუკეთესო ნამუშევარი ჟიურიმ 5 დღეში მსოფლიოს 100 საუკეთესოდან უნდა შეარჩიოს.

დღის ამბები